იტალიის თავდაცვის მინისტრი რობერტა პინოტი აცხდებს, რომ NATO-მ რუსეთთან თავის პოლიტიკას უნდა გადახედოს. განცხადება იტალიის თავდაცვის მინისტრმა „ლა რეპუბლიკასთან" ინტერვიუში გააკეთა.
„აქამდე ჩვენ შეკავების რეჟიმში ვიყავით, ახლა დროა, დიალოგის რეჟიმში გადავიდეთ. რუსეთთან დიალოგის პირველადი ინიციატივა გერმანიას ეკუთვნის და ეს გონივრული ნაბიჯი იქნება, თუმცა, თუ ეს არ მოხდა, სანანებელი გაგვიხდება", - აცხადებს პინოტი.