კვიპროსის აეროპორტში გამტაცებელმა კიდევ რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა. კვიპროსის პრეზიდენტი ეგვიპტური თვითმფრინავის გატაცების საქმეში ტერორიზმს გამორიცხავს. ნიკოს ანასტასიადისი აცხადებს, რომ გამტაცებელს პირადი მოტივები ამოძრავებს.
კვიპროსის ტელეკომპანიის ინფორმაციით, გამტაცებლის ყოფილი მეუღლე კვიპროსელია და მასთან შეხვედრას ითხოვს.
„ეს შეყვარებული მამაკაცია, რომელსაც ყოფილ ცოლთან შეხვედრა სურს. საქმე ქალს უკავშირდება. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს მძევლების გასათავისუფლებლად", - განაცხადა კვიპროსის პრეზიდენტმა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გამტაცებლის ყოფილი მეუღლე ლარნაკას აეროპორტში უკვე მიიყვანეს და ის მოლაპარაკებებს მართავს. კვიპროსის ხელისუფლების ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა არ არის.