logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ „რუსთავი 2“ ძალიან თავისუფალი მედიის წარმომადგენელია
- +

2 მარტი. 2017. 02:03



განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით განაცხადა, რომ ხელისუფლება არ ფიქრობს, რომ აღნიშნული ტელეკომპანია ძალიან თავისუფალი მედიის წარმომადგენელია.


„ჩემი მოსაზრებაა, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს აბსოლუტურად დამოუკიდებლად ხელისუფლებისგან. არანაირი ჩარევა და ზემოქმედება სრულიად გამორიცხულია ჩვენი მხრიდან და მმართველი გუნდის მხრიდან. ეს არის კერძო დავა. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია მედიის დამოუკიდებლობა საქართველოში და შესაბამისად, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ „რუსთავი 2" ძალიან თავისუფალი მედიის წარმომადგენელია.

 

თუმცა, ცალსახად ვიზიარებთ, რომ მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, ბოლო წლებში, ამ მხრივ, მიღწეული გაუმჯობესებული შედეგები, რომლებსაც საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღიარებენ, მომავალ წლებში კიდევ უფრო გაუმჯობესდება" , - აღნიშნა ჯეჯელავამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner