„უჩა ნანუაშვილი ვანო მერაბიშვილს სტრასბურგში მოწმედ დაუდგა",- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თამარ ჩიქოვანის გადაცემაში "მთავარი თამარ ჩიქოვანთან" განაცხადა.
„ჩვენ რას ველოდებით ამ სხდომიდან? 8 მარტს გაიმათება ზეპირი განხილვა დიდ პალატაში, რაც იმას ნიშნავს რომ საქმის განხილვა შედგება ნულიდან ყველა მუხლზე და საქმის ბედი გადაწყდება ძალიან მალე, იმიტომ რომ დიდი პალატა გადაწყვეტილებებს იღებს გაცილებით სწრაფად. თუმცა, წერილობითი და მოტივირებული გადაწვეტილება რამდენიმე კვირაში ან თვეში გამოგიცხადეება.
მაგრამ, ეს არ არის მთავარი, მთავარი ის არის, რომ ჩვენ მივდივართ სტრასბურგში როგორც მხარე მყარი არგუმენტებით და სიახლე არის ის, რომ რამდენიმე დღის წინ, მეორე მხარეს, ვანო მერაბიშვილის მხარეს ოფიციალურად, მის სასარგებლოდ, ჩვენს საწინააღმდეგოდ, სტრასბურგში მოწმედ დაუდგა ჩვენი ომბუდსმენი და მან გააგზავნა მოწმის ჩვენება ბატონი ოთარ კახიძის ხელით, რომელიც ჩვენი მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატია. ასე ვთქვათ, ჩვენი ქვეყნის ომბუდსმენი მოწმედ გამოდის ვანო მერაბიშვილის საქმეზე" - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
"აიპრესი" ამ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს დაუკავშირდა.
- ბატონო უჩა, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ თქვენ სტრასბურგში ვანო მერაბიშვილს მოწმედ დაუდექით, ადასტურებთ თუ არა ამ ინფორმაციას?
- ქალბატონი თეა მთლად ზუსტად არ ამბობს და ინტერპრეტაციას ახდენს. სახალხო დამცველმა მერაბიშვილის უცხოელ ადვოკატებს მათ წერილზე პასუხად მიაწოდა ინფორმაცია ვანო მერაბიშვილის ციხეში მონახულების თაობაზე. ამ ინფორმაციაში არაფერი წერია იმისგან განსხვავებული რაც არ ყოფილა მედიაში გავრცელებული და არ წერია სახალხო დამცველის საპარლამენტო თუ სპეციალურ ანგარიშში.
ასე არაერთი წერილი მიმიღია და დამიდასტურებია ან არ დამიდასტურებია ფაქტი თუ ვინმეს შევხვდი ციხეში ან სხვა.
- ანუ, თქვენ მოწმე ხართ ვანო მერაბიშვილის საქმეში?
- მოკლედ მისმა ინგლისელმა ადვოკატმა მკითხა მე რომ შევხვდი ვანოს რა თქვა. თუ ეს მოწმობაა კი და ვუთხარი რაც მანამდე ასჯერ მითქვამს და ანგარიშში წერია რომ გამოძიება უბდა დაწყებულიყო ამ საქმეზე. მეტი არაფერი. სხვათა შორის მანამდეც ეწერა ჩვენს საპარლამემტო ანგარიშში ეს ყველაფერი და რომ აქამდე არ გამოიძიეს ესაა პრობლემა ოთო კახიძეს არც ვიცნობ. ეჰრაკიდან ინგლისელმა ადვოტებმა მკითხეს ამაზე.
საპარლამენტო ანგარიშში 2013 წლის გვიწერია რომ მერაბიშვილის გაყვანაზე არ ჩატარდა გამოძიება და რომ უნდა ჩატარებულიყო და მერეც ვიმეორებდით არაფერი განსაკუთრებული არაა. მოროშკინაც იმ დროს მუშაობდა სამიისტროში და მასაც ჰკითხეს პრობლემაა რამე? უბრალოდ ცუდია რომ ასე ცუდად იყენებს თეა და ნახევრად სიმართლეს ამბობს.
- ბატონო უჩა, თეა წულუკიანმა თქვა, რომ სტრასბურგში ვანო მერაბიშვილის მოწმის სახით წარსდგებით, ამიტომ გეკითხებით კიდევ ერთხელ.
- წერილზე ვუპასუხე მე. რაც ისედაც ეწერა ანგარიშში.