„ამ პოსტს ჩემს ძვირფას კოლეგებს ვუძღვნი", - ამის შესახებ ექსპერტი ლალი გელაშვილი სოციალურ ქსელში წერს. გელაშვილი ე.წ. ციანიდის საქმეს ეხმაურება და კოლეგებს შემდეგი სახის პოსტით მიმართავს:
„კოლეგა-ექსპერტებს:
-იარაღი ჩადებული იყო... სულ რამდენიმე დღე და... მიბარებული ჰქონიათ მამაოსთან;
-ციანიდიც ჩაუდესო... სულ რამდენიმე დღე და... ოქრომჭედელთან მიჰქონდაო...
მე თქვენამდე როგორ მოვალ, მაგრამ... გამოდის, იარაღიც ყოფილა და ციანიდიც... არ ჩაუდიათ... ძალიან მარტივი კაზუსია... არა?" - წერს გელაშვილი.