logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი მეუფე პეტრეზე: ეს ყოფილა, ვინც ყოფილა! აი, სათავე ამპარტავნებისა!
- +

2 მარტი. 2017. 02:15


 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში მეუფე პეტრესთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:

 

„ბერად აღკვეციდან სულ რაღაც 2 წელიწადში - ეპისკოპოსი!

 

ბერად აღკვეციდან სულ რაღაც 7 წელიწადში - მთავარეპისკოპოსი!

 

ბერად აღკვეციდან სულ რაღაც 10 წელიწადში - მიტროპოლიტი!

 

ეს ყოფილა, ვინც ყოფილა! აი, სათავე ამპარტავნებისა!

 

სულ მალე კი პეტრე გახდება... პეტრეორიტი!

 

------------------------------------------------------------

 

მეუფე პეტრე (დ. 7 აპრილი, 1970, სენაკის მუნიციპალიტეტი, საქართველო) - ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი.

 

პეტრემ ერისკაცობაში დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. 1997 წლიდან 2000 წლამდე სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგაც, 2000 წლის 27 აგვისტოს ბერად აღიკვეცა, მეორე დღეს კი დიაკვნად აკურთხეს. იმავე წლის 3 ნოემბერს მღვდლად აკურთხეს და მღვდელმონოზონ პეტრეს ყაზბეგში, სნოს სასულიერო კულტურული ცენტრის ხელმძღვანელობა ჩააბარეს. 2002 წლის 16 ივლისს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. იმავე წლის 27ოქტომბერს კი, სტეფანწმინდისა და ხევის ეპისკოპოსად დაადგინეს. 2007 წლის 28 იანვარიდან მიენიჭა მთავარეპისკოპოსის ხარისხი, ხოლო 2010 წლის 2 აგვისტოდან - მიტროპოლიტის", - წერს მძინარაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner