logo_geo
eng_logo
ესპანეთი-საქართველოს მატჩზე ჯერჯერობით 3 ათასი ბილეთი გაიყიდა
- +

2 მარტი. 2017. 02:31



4 მარტს საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის III ტურის შეხვედრას ვალიადოლიდის მხარის ქალაქ მედინა დელ კამპოში გამართავს, სადაც ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.


ვალიადოლიდის ქალაქის საბჭოს მონაცემებით, მათ უკვე გაყიდეს თამაშზე დასასწრები 3 ათასი ბილეთი. გაყიდვაში რჩება 2 ათასი ბილეთი. თავიდან ქალაქის საბჭო 7 ათასი ბილეთის გაყიდვას აპირებდა.


ქალაქის საბჭო ბილეთების გასაღებაში შეფერხებას კლუბებსა და რაგბის ფედერაციას შორის კონფლიქტით ხსნის.


შეგახსენებთ, რომ მედინა დელ კამპოს სტადიონი სპეციალურად ამ შეხვედრისთვის გადააკეთეს,. თუ აქამდე ტრიბუნები 1,5 ათას ადამიანს იტევდა, ახლა ტევადობა 7 ათასია.


ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ვალიადოლიდის მხარიდან 7 მორაგბეა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner