logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: სისტემა მთლიანად ორიენტირებულია ადამიანის უფლებების დაცვის გამტკიცებაზე რეგულაციებში
- +

2 მარტი. 2017. 02:53




„წლების მანძილზე ტარდებოდა მუდმივად სასჯელაღსრულების სისტემაში რეფორმა. ჩვენ ვიცით რომ 2012 წლიდან, როდესაც ხალხმა ხელისუფლებას დაუკვეთა ამ სისტემის გამოჯანსაღების პროცესის დაწყება აქტიურად დაიწყო ამაზე მუშაობა. ეს არის მუდმივი პროცესი, რომელიც საჭიროებს მუდმივ რეაბილიტაციას და განახლებას", - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა გადაცემა „კაცების დროში" სტუმრობისას განაცხადა. როგორც კახიშვილმა აღნიშნა, დღეს სისტემა მთლიანად ორიენტირებულია ადამიანის უფლებების დაცვაზე.


„სისტემა მთლიანად ორიენტირებულია ადამიანის უფლებების დაცვის გამტკიცებაზე რეგულაციებში, იმიტომ რომ სისტემის მართვა არ იყოს დამოკიდებული ერთ ადამიანზე, მის ხასიათზე და მის თვისებებზე. ყველაფერი უნდა იყოს გაწერილი. მე მაგალითად ჩვენს თანამშრომლებთან ერთად იმის მიმხრე ვარ, რომ ყველაფერი როდესაც რეგლამენტირებულია ქაღალდზე ის უფრო ეფექტურად შესასრულებადია, ვიდრე მითითებების საფუძველზე რაღაცა გააუმჯობესო. შენ წახვალ, სხვა მოვა, რომელიც შეიძლება უკეთესი იყოს ან უარესი. ჩვენ ესეც ვიცით და ისიც ვიცით, ამიტომ მუდმივად საჭიროა რეგლამენტაცია. წლების მანძილზე ციხეებს დებულებებიც არ ჰქონდათ ისე მუშაობდნენ და რამოდენიმე წლის წინ მივიღეთ. რამოდენიმე წლის წინ გავწერეთ რომელ თანამშრომელს რა ევალება და ა.შ. მაგალითად რეჟიმის ინსპექტორმა არ იცოდა რა შედის მის უფლებამოსილებაში. სად არის მისი კომპეტენციის ზღვარი და თვლიდა, რომ დაწესებულების დირექტორი არის ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია და მისი სიტყვის შესრულებას წინ არაფერი უძღვის. ჩვენ გადავედით პრინციპზე, რომ მოვახდინოთ ყველაფრის რეგულირება", - განაცხადა კახიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner