logo_geo
eng_logo
ლარნაკას აეროპორტში გატაცებული თვითმფრინავი ყველა მგზავრმა დატოვა
- +

29 მარტი. 2016. 13:25


ლარნაკას აეროპორტში, გატაცებული თვითმფრინავი ყველა მგზავრმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „BBC" ავრცელებს. „BBC"-ს კორესპონდენტის ინფორმაციით, ამჟამად თვითმფრინავში მხოლოდ გამტაცებელი იმყოფება.


ცოტა ხნის წინ კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა ინციდენტთან დაკავშირებით პირველი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ გამტაცებლის მოტივები ტერორისტული ხასიათის არ იყო, არამედ ქალს უკავშირდება.


გამტაცებელმა ლაინერის ეკიპაჟს ჩასვლა კვიპროსის ლარნაკას აეროპორტში უბრძანა, რომლის სიახლოვესაც, „BBC"-ს ცნობით, მისი ყოფილი მეუღლე ცხოვრობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner