logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა ე.წ. ციანიდის საქმეზე: ვფიქრობ, პროკურატურა დაბალანსებულ გადაწყვეტილებას მიიღებს
- +

2 მარტი. 2017. 03:24



განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ე.წ ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა და მიიჩნევს, რომ პროკურატურა დაბალანსებულ გადაწყვეტილებას მიიღებს.


„საქმის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ვფიქრობ, უნდა ვიხელმძღვანელოთ გამოძიების ინტერესებიდან. პირველ რიგში, მე, როგორც ვიცე-პრემიერს, მთავრობის წარმომადგენელს, ძალიან მახარებს ის ამბავი, რომ საპატრიარქოს, ეკლესიის და ხელისუფლების პოზიცია, ამ შემთხვევაში სრულიად ემთხვევა ერთმანეთს და გულისხმობს, ობიექტურს, მაქსიმალურად გამჭვირვალე გამოძიებას. რაც შეეხება გამოძების მასალების გასაჯაროებას, მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება ეს სასარგებლო იყოს ან ხელის შემშლელი გამოძიებისთვის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ პროკურატურა შეძლებს დაბალანსებული გადაწყვეტილებები მიიღოს", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner