logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: თანამდებობის პირმა კი არ უნდა დაიმორჩილოს სისტემა, არამედ თავად უნდა დაემორჩილოს სისტემის მოთხოვნებს
- +

2 მარტი. 2017. 03:43


 

„ის დრო დამთავრდა, როდესაც ამ სისტემას იყენებდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ მოახდინონ ადამიანის იზოლაცია და მეტი არაფერი. წლების მანძილზე ეს სისტემა მხოლოდ ამას წარმოადგენდა. უნდა შემუშავებულიყო ერთის მხრივ მოდელი ისეთი, რომელიც კარგად გაწერდა ოქროს შუალედს, როგორ უნდა მოხდეს რეჟიმის დაცვა ისე, რომ ერთის მხრივ არ შეილახოს ადამიანის უფლებები და მეორეს მხრივ დაცული იყოს სარეჟიმო პირობები, უსაფრთხოება პირველრიგში სხვა პატიმრების და ამავდროულად თანამშრომლებისაც", - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა გადაცემა „კაცების დროში" სტუმრობისას განაცხადა. კახიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებლად უნდა ჰქონდეს პატიმარს ღირესული საცხოვრებელი პირობები.

 

„მხოლოდ კანონი არ არის საჭირო. ასევე საჭიროა გლობალური ინფრასტრუქტურული პროექტები. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ღირსება არ უნდა იყოს შელახული ეს მხოლოდ იმ მოტივით არ უნდა ხდებოდეს, რომ პატიმარს არ უნდა მიაყენოს შეურაცხყოფა, არამედ იმითაც რომ პატიმარს უნდა ჰქონდეს ღირესული საცხოვრებელი პირობები. ეს დაკავშირებულია უსაფრთხოების სტანდარტებთანაც, ვინაიდან საცხოვრებელ პირობებში არ არის მხოლოდ იმაზე, რომ კვადრატული მეტრობით ოთხი ან ექვსი კვადრატულიმეტრი უნდა  ჰქონდეს საცხოვრებელი სივრცე. უნდა იყოს ის დაცული სხვა პატიმრებისგან. არის კიდევ მეორე საშიშროება ამ სისტემაში.  ქურდული ტრადიციის მატარებლები ცდილობენ ამ სისტემის მართვის ბერკეტების ხელში აღებას და როგორ უნდა მოხდეს მათი გავლენების იზოლირება სხვა მსჯავრდებულებისაგან, მაგრამ ესეც ისე, რომ არ იყოს კანონის ნორმა დარღვეული. მიუხედავად იმის, რომ წელიწადნახევრის წინ მოცულობითი კანონპროექტი გავიტანეთ, 41 კანონში შევიდა ცვლილება დღეს კიდევ დაგვჭირდა. 20 მარტს შეგვაქვს პროექტი, რომლითაც კიდევ დავხვეწავთ ამ სისტემას. ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ კეთდება, რომ თანამდებობის პირმა კი არ დაიმორჩილოს სისტემა, არამედ თავად დაემორჩილოს სისტემის მოთხოვნებს", - აღნიშნა კახიშვილმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner