logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: ჩემთვის ნასამართლობა არ ნიშნავს, რომ ადამიანი უნდა ჩამოიწეროს
- +

29 მარტი. 2016. 13:26


„ჩემთვის ნასამართლობა არ ნიშნავს, რომ ადამიანი უნდა ჩამოიწეროს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა ე.წ. კაბელების საქმეზე დაკითხვისას განაცხადა.


ადვოკატ ლევან სამუშიას კითხვაზე, რომ სცოდნოდა, ავთანდილ ჭოლოკავა ნასამართლევი იყო თავდაცვის სამინისტროს საქმეებთან დაკავშირებით, მისი პიროვნების სანდოობა დადგებოდა თუ არა ეჭვქვეშ, ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, რომ სანდოობა-საიმედოობას ის არ ადგენს.


„მეტსაც გეტყვით, ჩემი კოლეგა, დღეს მოქმედი დეპუტატი, რომელიც ნდობის ჯგუფის წევრია, თავის დროზე ნასამართლევია სახელმწიფო გადატრიალებისთვის და მას აქვს განსაკუთრებით საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვება. ჩემთვის ნასამართლობა არ ნიშნავს, რომ ის ადამიანი უნდა ჩამოიწეროს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.



ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებული პროცესი, რომელზეც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი იკითხება, დაიხურა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner