logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: იგეგმება ე.წ. თბილისური მაიდანის მოწყობა!
- +

29 მარტი. 2016. 13:39



„2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ნაცების და მათთან დაკავშირებული რევანშისტული ძალების მხრიდან გადაწყვეტილია და იგეგმება ე.წ. თბილისური მაიდანის მოწყობა, ქაოსისა და დესტაბილიზაციის კერების შექმნა", -ამის შესახებ „რეპორტიორს" ინფორმაცია სანდრო ბრეგაძემ მიაწოდა. პარტია „ეროვნულების" ლიდერის თქმით, ამ მიზნით უკვე მოძიებულია თანხა 200მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. როგორც ბრეგაძემ განაცხადა, ინფორმაცია მას უცხოელი მეგობრებისგან აქვს.



ამ გეგმის სისრულეში მოსაყვანად უმთავრესია და საჭიროა ძალოვან უწყებებში ისეთი ხალხის ჩანერგვა, რომელიც საჭირო მომენტში (ვითომდაც დასავლური ღირებულებების დასაცავად) რევანშისტების მხარეს გადავა და უარს იტყვის კონსტიტუციური წესრიგის დაცვაზე. საგულისხმოა, რომ  რევანშისტული გეგმის მთავარ ქვაკუთხედად უნდა იქცეს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი (არსებობს ვარაუდი, რომ  ლონდონში სააკაშვილის ლობისტებთან ვლადისლავ შიკორსკისთან და კარლ ბილტთან შეხვედრისას განიხილებოდა ეს საკითხი და საბოლოოდ დაზუსტდა დეტალები). რევანშისტების უმთავრესი მიზანია, საპარლამენტო არჩევნებამდე პოსტზე შეინარჩუნონ ხიდაშელის პერსონა. სწორედ ეს გახლავთ უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელები" ფაქტობრივად გააგდეს კოალიციიდან, ისინი დათანხმდნენ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას (სადაც მაქსიმუმ 2-3%აიღებენ), მაგრამ წამოაყენეს პირობა, რომ თინა ხიდაშელმა არჩევნების დამთავრებამდე შეინარჩუნოს თავდაცვის მინისტრის პოსტი. ამიტომაც დღეის მდგომარეობით, რესპუბლიკელების" მთავარი საზრუნავი არა მომავალ პარლამენტში მოხვედრაა, არამედ თავდაცვის მინისტრის პოსტის 6-7 თვით შენარჩუნება. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ და საქართველოს მოსახლეობამ არ უნდა დაუშვარევანშისტ-ნაცების ამ მზაკვრული გეგმის განხორციელება!" - განაცხადა ბრეგაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner