ევროპის პარლამენტმა საფრანგეთის პარტია „ეროვნული ფრონტის" ლიდერის, მარინ ლე პენის ხელშეუხებლობის გაუქმებას კენჭი უყარა.
მანამდე, ევროპის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა არ გამორიცხა, რომ მარინ ლე პენისთვის ხელშეუხებლობა მოეხსნათ.
მათი ინფორმაციით, ხელშეუხებლობის მოხსნის მიზეზი ის ფაქტია, რომ 2015 წელს პოლიტიკოსმა მიკრობლოგ „ტვიტერის" პირად გვერდზე ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების მიერ მოკლული რამდენიმე მსხვერპლის ფოტო გაავრცელა.
ერთ-ერთ სურათზე დაჯგუფების „ბოევიკების" მიერ მოკლული ამერიკელი ჟურნალისტი ჯეიმს ფული იყო გამოსახული.