logo_geo
eng_logo
„სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა“ – დასუფთავების აქციები გრძელდება
- +

1 მარტი. 2017. 15:54


 


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანია" აგრძელებს კამპანიას „სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა". კამპანიის ფარგლებში ქუთაისში დასუფთავების აქციები დაიწყო. აქციას კომპანია „ჯეოსელიც" შეუერთდა.


აქციის მონაწილეებმა ქუთაისში, ნიკეას ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.


აქციაში მონაწილეობა საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმაც მიიღეს.


ქუთაისის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებით ხელი შეეწყობა რეგიონში ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. დასუფთავების აქციები ერთი კვირა გაგრძელდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner