აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ „ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებით, რუს კოლეგასთან გულახდილი საუბარი ჰქონდა. ობამას განმარტებით, ვლადიმირ პუტინი რუსეთში არსებულ მედიასაშუალებებს სრულად აკონტროლებს.
„ვლადიმერ პუტინთან უკრაინასა და სირიაში არსებულ ვითარებაზე საუბარი მქონდა, რა დროსაც მან ჟურნალ „Atlantic"-ში ჩემს შიდაპოლიტიკურ დოქტრინაზე გამოქვეყნებული სტატია წაიკითხა და მითხრა, რომ არ მეთანხმებოდა ზოგიერთ საკითხში. მიუხედავად იმისა, რომ სტატიაში მოყვანილი ციტატები სწორად იყო დაწერილი, ნიუანსები შეიძლება ყოფილიყო განსხვავებული, რაზეც მე პუტინს ვუთხარი, რომ მისგან განსხვავებით, მე არ ვარედაქტირებ სტატიებს გამოქვეყნებამდე", - აღნიშნა ობამამ.