logo_geo
eng_logo
თბილისის საჯარო ბაღებმა დედის დღე აღნიშნეს
- +

2 მარტი. 2017. 18:31



თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებმა დედის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ღონისძიება გამართეს. ტრადიციულად, თითქმის ყველა ბაღში ბავშვებმა დედებისათვის მისალოცი ბარათები და სუვენირები დაამზადეს.


წყნეთის N114 საჯარო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა კი თანატოლებისათვის თეატრალური წარმოდგენა გამართეს. პატარა მსახიობებმა აღმზრდელების დახმარებით თოჯინების სპექტაკლი „ჭუკიტოს თავგადასავალი" წარმოადგინეს და აღფრთოვანებული მაყურებლების ოვაციაც დაიმსახურეს.


ბაგა-ბაღის დირექტორის  ნინო მამამთავრიშვილის განცხადებით, თოჯინების თეატრი მცირე ექსპერიმენტი იყო, რომელმაც ბავშვების დიდი მოწონება დაიმსახურა. სწორედ ამიტომ, ბაგა-ბაღის ადმინისტრაციამ და აღმზრდელებმა გადაწყვიტეს, რომ სამომავლოდ რეპერტუარი განავრცონ და კიდევ უფრო ხშირად გამართონ თეატრალური წარმოდგენები.


 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner