logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: საინტერესო ინტერვიუა, გიორგაძე ზვიად გამსახურდიას მკვლელობის დამკვეთად შევარდნაძეს ასახელებს...
- +

2 მარტი. 2017. 20:47



ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს:

 

„საინტერესო ინტერვიუა, შევარდნაძის მინისტრი გიორგაძე ზვიად გამსახურდიას მკვლელობის დამკვეთად თავად შევარდნაძეს ასახელებს და მკვლელობის მიზეზებზეც საუბრობს. სამეგრელოში უშუალო შემსრულებლად შოთა კვირაიას და გია გულუას ასახელებს! ჟურნალისტის კითხვაზე რომ ვინ არის პრეზიდენტის მკვლელი, გიორგაძე აცხადებს რომ მკვლელი თავად გამსახურდიას ახლო გარემოცვიდანაა!!! ამ შემთხვევაში მე მას არ ვეთანხმები! ე.წ. მოწმე "სამეული" მკვლელობის თვითმხილველები არიან მხოლოდ და მრავალი წელი ჩინებურად ასრულებენ სპეცდავალებას პროპაგანდის თვალსაზრისით! რაც შეეხება ქილერს გიორგაძეს თავადაც კარგად მოეხსენება მისი ვინაობის შესახებ!

 

ინტერვიუში განსაკუთრებით მენიშნა როდესაც გიორგაძე ნატყვიარზე საუბრობს, თან აცხადებს რომ ფოტოთი ვნახეო.ეს გამორიცხულია! არც ერთ ვიდეო ფირზე და ფოტოზე თვალნათლივ არ ჩანს ნატყვიარი! მით უფრო გამავალი ნატყვიარი! საინტერესოა ეს რა ფოტო უნდა ყოფილიყო? როდის და სად გადაღებული? იქნებ ფოტოც არ იყო და მანაც ნახა ცხედარი???", - წერს შონია.

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner