logo_geo
eng_logo
ზურაბ დათუაშვილი: პაატა ცაავას მიერ ერთ კვირაში გავლილი სასულიერო კარიერის სამი საფეხური...
- +

2 მარტი. 2017. 20:54



კანადაში მოღვაწე ქართველი ისტორიკოსი ზურაბ დათუაშვილი, საეჭვოდ მიიჩნევს მოქალაქე  პაატა ცაავას (იგივე მეუფე პეტრეს)  კარირულ წინსვლას სასულიერო სფეროში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დათუაშვილი facebook-ზე წერს და იქვე მოკლე პარალელს ავლებს მიტროპოლიტ ავალიშვილის ბიოგრაფიასთან.


„ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას ბიოგრაფიას გადავხედე. 2000 წლის 27 აგვისტოს აღკვეცილა ბერად. მომდევნო დღეს დიაკვანი გახდა, 3 სექტემბერს კი მღვდლის ხარისხში აიყვანეს. ერთ კვირაში სასულიერო კარიერის სამი საფეხური... თავის დროზე რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერით ამ საფეხურებს შორის აუცილებელი ხუთწლიანი ვადა დაწესდა...

 

კითხვები გაქვთ?

 

ასე სწრაფად ხელდასმის პრაქტიკა არანორმალური მოვლენაა და ამის უკან ყოველთვის საეჭვო რამ დგას. ასეთი პრაქტიკა არახალია. მაგ. მახსენდება ქუთათელ-გაენათელი და მერე ბათუმ-შემოქმედის მიტროპოლიტი შიო ავალიშვილი, რომელიც ილია მეორის ინტრონიზაციიდან რამდენიმე თვის მერე ბერად აღიკვეცა (მანამდე არანაირი შეხება ეკლესიას თან არ ჰქონია) და უმოკლეს ვადაში გაიარა ყველა საფეხური მიტროპოლიტობამდე. არა და, ეს ჩვეულებრივი საერო ბიოგრაფიის კაცი აღკვეთის დროს მეშვიდე ათეულში იყო გადამდგარი და სულ ბოლოს ლიმონათის საამქროს უფროსად მუშაობდა სადღაც ყაზახეთში. 1983 წელს პატრიარქს ოპოზიციაში ჩაუდგა. შეგიძლია მოიძიო მასზე მასალები ინტერნეტში", - წერს ზურაბ დათუაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner