logo_geo
eng_logo
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აქვეყნებს
- +

2 მარტი. 2017. 21:34



ტელეკომპანია „რუსთავი 2" უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აქვეყნებს. გადაწყვეტილების მიხედვით, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილია ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილია შპს „პანორამა".


„-ლევან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანაშვილის, შპს ტელეკომპანია საქართველოს, ნინო ნიჟარაძის, შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

- გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

- ქიბარ ხალვაშისა და შპს პანორამა-სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

- გაუქმდეს შპს სამაუწყებლო კომპანიარუსთავი 2"-ის პარტნიორების: ლევან ყარამანიშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის 18%-ის, შპს ტელეკომპანია საქართველოს 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნებ ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს შპს პანორამა.

 

- უცვლელად დარჩეს წინამდებარე გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში მითითებული სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების წინმსწრები განჩინებები; მოპასუხეებს შპს ტელეკომპანია საქართველოს, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს, ქიბარ ხალვაშსა და შპს პანორამას სასარგებლოდ, სოლიდარულად, დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის ანაზღაურება;

 

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება", - ნათქვამია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელსაც საკუთარ გვერდზე „რუსთავი 2" ავრცელებს.


იხილეთ დოკუმენტი 1

იხილეთ დოკუმენტი 2

იხილეთ დოკუმენტი 3


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner