„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე, ნიკოლოზ მჟავანაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„გილოცავთ!!!
„ნაცები" დამარცხდნენ, „რუსთავი 2" თავისუფალია!!!", - წერს მჟვანაძე.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილია ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილია შპს „პანორამა".