logo_geo
eng_logo
თიკო თვალაძე: დღეს დადგა განაჩენი, რომელიც წლების წინ უნდა დამდგარიყო!
- +

2 მარტი. 2017. 22:05



ჟურნალისტი თიკო თვალაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:


„ყველაფერი იკადრეს, აკადრეს სასამართლოს, მოსამართლეებს, სასამართლოზე დღიდან პროცესის დაწყებისა ახორციელებდნენ უპრეცედენტო ზეწოლას. ამის მიუხედავად დღეს დადგა განაჩენი, რომელიც წლების წინ უნდა დამდგარიყო ნორმალურ ქვეყანაში რომ გვეცხოვრა. მედიის თავისუფლებას თუ რამე საფრთხე დაემუქრება ხელისუფლების მხრიდან პირველი ავყვირდებით ზუსტად ის ხალხი (ბნელი), ვისაც დღეს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი „არ გვწყენია". ისე სიტყვის თავისუფლებაზე რომ იმოძღვრებით, ჩვენც ხალხი ვართ - ვინც „რუსთავი 2"-ს ვერანაირად ვაკავშირებთ დამოუკიდებელ მედიასთან და სხვათაშორის თქვენზე გაცილებით მეტნი ვართ (დაგვდეთ პატივი, გაგვითვალისწინეთ). მშვიდად, ეტაპობრივად, ყოველგვარი აჟიტირების გარეშე უნდა მოვაშოროთ ესენი. მთავარია ნერვები გვეყოს. და მაინც... გილოცავთ!", - წერს თვალაძე.

 

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილია ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილია შპს „პანორამა".




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner