logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ხვალიდან საქართველოში მზე საერთოდ აღარ ამოვა!
- +

2 მარტი. 2017. 22:18



ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:

 

„ესე იგი, თუ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ, ხვალიდან საქართველოში მზე საერთოდ აღარ ამოვა!

 

უფრო სწორად, ხანდახან ამოვა, მაგრამ ეს იქნება საბჭოთა მზე, რუსული წარმოების - ჟანგიანი, ჭუჭყიანი, არადემოკრატიული, არაპლურალისტური და ფაქტობრივად, დამჯდარი, რომელიც ვეღარასოდეს გაგვათბობს!

 

აი, ამაშია საქმე!!!", - წერს ზედელაშვილი.


შეგახსენებთ, რომ დღეს სარამოს ცნობილი გახდა  უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილია ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილია შპს პანორამა".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner