საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„ფრონტი გაშალეთ! Odessa-Live გამოუშვით.
დემოკრატიის მამის აზრი, გაგვაცანით...", - წერს ჩრდილელი.
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილია ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილია შპს „პანორამა".