რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის მხარემ სხვა ქვეყნებში მსჯავრდებული თავისი მოქალაქეების სია შეადგინა, რომლებიც შეიძლება ნადეჟდა სავჩენკოში გაცვალონ. ამ სიაში აშშ-ის ციხეში მყოფი ვიქტორ ბუტი და კონსტანტინ იაროშენკოც არიან.
„წავიკითხე ბუტისა და იაროშენკოს სავჩენკოზე გაცვლის შესახებ. ახლა გასაგებია, რომ აბსოლუტურად უდანაშაულო სავჩენკოს გამართლების შანსი არ ჰქონდა", - წერს „ტვიტერში" სავჩენკოს ადვოკატი მარკ ფეიგინი.
ცნობისათვის: ვიქტორ ბუტს იარაღით უკანონო ვაჭრობის გამო 2011 წელს აშშ-ის სასამართლომ 25 წელი მიუსაჯა. ამჟამად იგი ილინოისის შტატში იხდის სასჯელს. კონსტანტინ იაროშენკოს კი კოკაინის დიდი პარტიის აშშ-ში შეტანის ორგანიზების გამო 20 წელი აქვს მისჯილი.