logo_geo
eng_logo
სავჩენკო შეიძლება აშშ-ში გასამართლებულ ბუტსა და იაროშენკოში გაცვალონ
- +

29 მარტი. 2016. 14:18


რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის მხარემ სხვა ქვეყნებში მსჯავრდებული თავისი მოქალაქეების სია შეადგინა, რომლებიც შეიძლება ნადეჟდა სავჩენკოში გაცვალონ. ამ სიაში აშშ-ის ციხეში მყოფი ვიქტორ ბუტი და კონსტანტინ იაროშენკოც არიან.


„წავიკითხე ბუტისა და იაროშენკოს სავჩენკოზე გაცვლის შესახებ. ახლა გასაგებია, რომ აბსოლუტურად უდანაშაულო სავჩენკოს გამართლების შანსი არ ჰქონდა", - წერს „ტვიტერში" სავჩენკოს ადვოკატი მარკ ფეიგინი.


ცნობისათვის: ვიქტორ ბუტს იარაღით უკანონო ვაჭრობის გამო 2011 წელს აშშ-ის სასამართლომ 25 წელი მიუსაჯა. ამჟამად იგი ილინოისის შტატში იხდის სასჯელს. კონსტანტინ იაროშენკოს კი კოკაინის დიდი პარტიის აშშ-ში შეტანის ორგანიზების გამო 20 წელი აქვს მისჯილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner