logo_geo
eng_logo
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი: როცა ჩაგვბარდება გადაწყვეტილება, მივიტანთ საჯარო რეესტრში...
- +

2 მარტი. 2017. 22:41


 

„როცა ჩაგვბარდება გადაწყვეტილება, მივიტანთ საჯარო რეესტრში, შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადებში", - ამის შესახებ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ „რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა. სალიამ ასევე აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის ჩაბარდებათ მხარეებს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

უზენაესი სასამართლო, მოგეხსენებათ, მსჯელობს მხოლოდ სამართლებრივ ნაწილზე და არა ფაქტობრივ გარემოებებზე. მოსამართლეებმა რამდენ საათში, როგორ მიიღეს, ნამდვილად ჩემთვის უცნობია. მე ვერ გავაკეთებ კომენტარს, რა და როგორ იმსჯელა სასამართლომ, ეს ალბათ გამოჩნდება იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც დასაბუთებული იქნება. ჯერ არ მისაუბრია და როდესაც დაველაპარაკები, ვკითხავ მისი გეგმების შესახებ. ალბათ განცხადებას აუცილებლად გააკეთებს", -განაცხადა პაატა სალიამ.

 

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილია ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილია შპს „პანორამა".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner