logo_geo
eng_logo
მეუფე დიმიტრი: პატრიარქმა გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ გვითხრა, რომ...
- +

2 მარტი. 2017. 23:03



ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულებისგან თავის შეკავების თხოვნა პროკურატურიდან იყო, თუმცა, მიტროპოლიტი ვერ ასახელებს მიზეზს, თუ რას უკავშირდება შეზღუდვა.მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებთან შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელიც ოჯახის წევრებით თხოვნით 1 მარტს გაიმართა.


ჩვენ პატრიარქმა გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ გვითხრა, რომ პროკურატურამ მოგვმართა თხოვნით მღვდელმთავრებს, თუ ვთქვათ ზიარება ან საღვთისმსახურო მოთხოვნა არ არის, თავი შეგვეკავებინა, რადგან რაღაც გარკვეულ გაუგებრობას ქმნისო. თუმცა, რასთან არის ეს დაკავშირებული, მე არ ვიცი.


მე გუშინ მამა გიორგის ოჯახის წევრებს შევხვდი მათივე მოთხოვნით. რა თქმა უნდა ვისაუბრეთ თავს დატეხილ პრობლემაზე და მათ დავუსვი კითხვა, რადგან ორაზროვანი განცხადება ჰქონდა მამალაძის ადვოკატს და მე ვუთხარი, რომ თუ არის საშიშროება, სატელეფონო ზარი მუქარის ან შეტყობინება. ამის მსგავსი არაფერი არისო, მათ მითხრეს", - განაცხადა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner