ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის წილების განაწილების საკითხის კომენტირებისას „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ ის ისე არ მოიქცევა, რომ ტელევიზია სხვისი კონტროლის ქვეშ მოექცეს.
„დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადავუფორმებ იმდენს, რამდენზეც მოლაპარაკებული ვიყავით. მე მათ გარეშე არ ვაპირებ განცხადების გაკეთებას.
მე ისე არ მოვიქცევი, რომ ტელევიზია სხვისი კონტროლის ქვეშ მოექცეს და სხვამ გააკონტროლოს. აქედან გამომდინარე, შევეცდები, ის ისეთი იყოს, როგორც წარმომიდგენია და ის იყოს ხალხის სამსახურში", - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.