საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„რატომღაც ყველა საუბრობს კრიტიკული მედიის აუცილებლობაზე და სამწუხაროდ არავინ არ ამბობს რომ, მედია პირველ რიგში უნდა იყოს სანდო... ანუ რა გამოდის, მთავარია იყოს კრიტიკა და სანდო იქნება თუ არა მედიის გავრცელებული ინფორმაცია მაგას არა აქვს მნიშვნელობა? კრიტიკულობა სულაც არ ნიშნავს სანდოობას ამაშია უბედურება", - წერს ფოფხაძე.