logo_geo
eng_logo
ნინო ბურჯანაძე: არ ვაპირებ, იმ აქციაში მონაწილეობას, რომელიც დაკავშირებულია „ნაცმოძრაობასთან“!
- +

3 მარტი. 2017. 00:04



„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა, რომ იგი არ შეუერთდება „რუსთავი 2"­ის მხარდამჭერ აქციას, რადგან აღნიშნული ტელევიზია დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან".


„მე არ ვაპირებ, იმ აქციაში მონაწილეობას, რომელიც დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან" და მის აქტივისტებთან. არც ის არის გამონაკლისი, რომ დღევანდელ აქციაზე ვერ დამინახეთ. თქვენ „რუსთავი 2″­ის ეთერშიც იშვიათად მიხილავთ, ვინაიდან აღნიშნული ტელევიზია ძალიან იშვიათად გვიწვევს საკუთარ ეთერში", - განაცხადა ბურჯანაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილია ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილია შპს „პანორამა".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner