„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა, რომ იგი არ შეუერთდება „რუსთავი 2"ის მხარდამჭერ აქციას, რადგან აღნიშნული ტელევიზია დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან".
„მე არ ვაპირებ, იმ აქციაში მონაწილეობას, რომელიც დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან" და მის აქტივისტებთან. არც ის არის გამონაკლისი, რომ დღევანდელ აქციაზე ვერ დამინახეთ. თქვენ „რუსთავი 2″ის ეთერშიც იშვიათად მიხილავთ, ვინაიდან აღნიშნული ტელევიზია ძალიან იშვიათად გვიწვევს საკუთარ ეთერში", - განაცხადა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილია ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილია შპს „პანორამა".