„რა რთულია დაიჯერო იმ ადამიანების სიმართლის, რომლებიც თავისუფალი მედიის გულდათუთქულ დამცველებად გვევლინებიან",- ამ სიტყვებით ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
„მაგალითად მოყავთ მხოლოდ რამდენიმე ტელევიზია, როგორც რეპრესირებული და არც ერთხელ არ ახსენებენ ტელეკომპანია „იბერიას"! იმ „იბერიას",რომელიც ზუსტადაც პირველი ტელევიზია იყო რომელიც დაარბიეს, დახურეს, ავტომატიანი სპეცრაზმელებით და ტყვიებით გააჩუმეს... აი ვუსმენ და რა უხერხულია ასე ორმაგი სტანდარტები...", - წერს რაზმაძე.