logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: რატომ არ ვიცავ „რუსთავი 2“-ს!
- +

3 მარტი. 2017. 00:43



საქართველოს პარლამენტის დმაოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

„რატომ არ ვიცავ რუსთავი 2"-!

 

მეც ვიცი გირგვილიანის საქმის დროს რას აშუქებდა რუსთავი 2", ისიც მახსოვს რას აშუქებდა იმედის" დარბევის დროს და ისიც ვიცი ვის დაკვეთას ასრულებდა რუსთავი 2" ერთ და მეორე შემთხვევაში. მფლობელი ვინ იყო იმ თუ ამ შემთხვევაში არავის აინტერესებდა.

 

ისიც კარგად ვიცით ყველამ, რომ რუსთავი 2"- სთვის ბრძოლა სიტყვის თავისუფლებასთან და დემოკრატიის გადარჩენასთან კავშირში არაა! ეს იმ შემთხვებაში თუ კი მეხსიერება არ გვღალატობს ...

ოდესღაც გამარჯვებული ხალხის" არხი რომ გადაიქცა ფაქტების (და ომის !!!). მოდელირების, სიცრუის გავრცელების განსახიერებად და ოდიოზური რეჟიმის რუპორად ესეც კარგად გვახსოვს. დროა საქართველოს ეღირსოს არც გამარჯვებული არც დამარცხებული არამედ ჩვეულებრივი ხალხის ჩვეულებრივი ტელევიზია... ამას გისურვებთ ყველას!", - წერს ზურაბიშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილია ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილია შპს „პანორამა".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner