„ქრონიკა" უკრაინაში მყოფ ბიზნესმენს გია ყარამანიშვილს ტელეფონით დაუკავშირდა იმის გასარკვევად თუ რა მოლოდინი აქვს „რუთავი 2"-ის დღევანდელ მფლობელს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
„ჯერ ერთი საიდან გაიგეთ ჩემი ტელეფონი და მეორეც მე რომ მინდოდეს საჯარო გამოსვლა, ამისთვის ჩემს ტელევიზიას გამოვიყენებდი. მე თქვენ კომენტარს არ მოგცემთ", - უთხრა გია ყარამანიშვილმა ტელეკომპანია „იმედს".
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილია ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილია შპს „პანორამა".