logo_geo
eng_logo
ქიბარ ხალვაში: დავით დვალი „რუსთავი 2“-ის დირექტორობის პირველი კანდიდატია
- +

3 მარტი. 2017. 01:55



ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, „tvპირველის" ეთერში განაცხადა, რომ „რუსთავი 2"-ის დირექტორობის მისთვის სასურველ კანდიდატებში დავით დვალია.


ხალვაშის თქმით, რაც შეეხება ტელეკომპანიის წილებს, მან ტელევიზიის დამფუძნებლებს დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს არათუ არხის 50%-იანი წილი, როგორც ეს მანამდე საჯაროდ ითქვა, არამედ შეიძლება 100%-იც კი დაუთმოს.


„მე არ მჭირდება ტელევიზია ჩემი ინტერესების დასაცავად. მე კომერსანტი ვარ. არ ვაპირებ არხის გაყიდვას, მაგრამ ვერ დაგპირდებით, რომ მთელი ცხოვრება დავიტოვებ ტელევიზიას", - თქვა ხალვაშმა.


შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილია ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილია შპს „პანორამა".



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner