ნუგზარ წიკლაურმა უზენაეს სასამართლოსთან გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ თუ არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება „რუსთავი 2"-ის სასარგებლოდ, ხალხს ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებს.
„შეუძლებელია კომპრომისი რუსეთიდან ჩამოსულ კაცთან, იმიტომ, რომ ეს კომპრომისი იქნება ლაჩრობა, თუ ეს გადაწყვეტიულება იქნება მიღებული, მე მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, გამოვიდეს ქუჩაში და წალეკოს ეს ხელისუფლება!", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
როგორც ჩანს, ნუგზარ წიკლაურს ავიწყდება, რომ ამგვარი მოწოდებები სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დასჯადია.