logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: პეტრე ცაავა აიძულებდა მოლაშვილს სარჩელის გამოტანას, ახლა კი გამოდის და ჩირქს სცხებს დედა ეკლესიას!
- +

3 მარტი. 2017. 02:32



უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე გაზეთ  „ვერსიასთან" საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს და აცხადებს, რომ  პეტრე ცაავა  (იგივე მეუფე პეტრე ) პატრიარქის დისკრედიტაციას ცდილობს და ჩირქს სცხებს დედა ეკლესიას. კაკაბაძე ამბობს, რომ სწორედ მეუფე პეტრე აიძულებდა სულხან მოლაშვილს სტრასბურგიდან სარჩელის გამოტანას.


„ბავშვობიდან ეკლესიაში ვარ და საპატრიარქოსთან გარკვეული კონტაქტები მაქვს. რასაც მამა პეტრე აკეთებს, მიზანმიმართული დისკრედიტაციაა, უპირველეს ყოვლისა, პატრიარქის მიმართ. როცა ის შორენას ამ ყველაფერს აბრალებს, პირდაპირ პატრიარქს ურტყამს, რადგან პატრიარქი არის მისი დამცველი და მან აირჩია შორენა თეთრუაშვილი. პატრიარქის სურვილი მიმაჩნია მართებულად ქვეყნისთვის და არა მიშისტი პეტრესი, რომელსაც დღესაც სააკაშვილის სურათები უკიდია. მამა პეტრეს მართავენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი ძალები. თუ შორენაზე რამის თქმა უნდოდა, პირდაპირ პატრიარქთან რატომ ვერ მივიდა და ქუჩაში სამსჯავროზე რატომ გამოიტანა? ეს ნაძირალა გამოდის და ჩირქს სცხებს ეკლესიას. სულხან მოლაშვილის სახელის ხსენება როგორ გაბედა?! მოლაშვილი სწორედ იმათ აწამეს და მოკლეს, ვის გვერდითაც პეტრე იდგა. მოლაშვილის სახლის ოჯახისთვის გადაცემაში გიორგი ანდრიაძემ გამიწია იურიდიული კონსულტაცია და შორენა თეთრუაშვილი დამეხმარა. მეუფე პეტრე სულხანს აიძულებდა, სტრასბურგის სასამართლოდან საქმე გამოეტანა და არ გაესაჩივრებინა. ამიტომ გაიქცა სულხანი ქვეყნიდან, ვერ გაუძლო ზეწოლას. თავად სულხანისგან ვიცი ეს, მითხრა -  ვერ ვუძლებ იმას, რომ ჩემი სულიერი მოძღვარი და უახლოესი ადამიანი ამას მეუბნება, არ შემიძლიაო და წავიდა", -აცხადებს ნანა კაკაბაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner