logo_geo
eng_logo
სოსო ცისკარიშვილი: MAP ნიშნავს დამატებით რამდენიმეწლიან შფოთს ქართულ-რუსულ ურთიერთობაში
- +

18 თებერვალი. 2016. 18:35



აპატურაის გამონათქვამი სწორედ საქართველოს მხარდაჭერას ისახავს მიზნად", - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ჯეიმს აპატურაის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო MAP-ს არ მიიღებს. როგორც ცისკარიშვილმა „რეპორტიორთან" ინტერვიუში განმარტა, საქართველოს NATO-ში გაწევრიანება ყოველგვარი ანონსების გარეშე უნდა მოხდეს, რადგან ზედმეტი მოლოდინი რუსეთის აგრესიას ამძაფრებს.

 

„ვფიქრობ, სრულიად იგივე მიდგომები აქვს ჩვენს თავდაცვის მინისტრს, რადგან აპატურაიმ პრაქტიკულად MAP, როგორც ასეთი, ჩათვალა ზედმეტ ინსტრუმენტად საქართველოსთვის. ეს ასე იყო დიდი ხნის განმავლობაში. MAP ნიშნავს დამატებით რამდენიმეწლიან შფოთს ქართულ-რუსულ ურთიერთობაში. თუ უნდა NATO-ს საქართველოს მიღება, ყოველგვარი MAP-ებისა და ანონსების გარეშე ეს შეიძლება მოხდეს როგორც ვარშავის სამიტზე, ისე მომდევნო სამიტებზე. ხანგრძლივი მოლოდინი რუსეთს კიდევ უფრო აღაგზნებს და იმდენად გაველურებულია რუსული ხელისუფლება და გაურბის თვალი და თითი ბირთვული ღილაკებისკენ, რომ ზედმეტი შფოთის შემოტანა არ არის არც საქართველოს და არც NATO-ს ინტერესებში. ამიტომ, რაიმე გაუგებრობას ჩემთვის ადგილი არ აქვს და მაკვირვებს ბევრი კომენტარი, რომელიც გამოიყენება ანტი-NATO-ური განწყობის ჩამოსაყალიბებლად. აპატურაის გამონათქვამი სწორედ საქართველოს მხარდაჭერას ისახავს მიზნად", - განაცხადა ცისკარიშვილმა.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner