ნადეჯდა სავჩენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ამის შესახებ სავჩენკოს ადვოკატი აცხადებს. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელი პილოტის ორგანიზმი წყალს ვეღარ იღებს.
ადვოკატის თქმით, განაჩენის გამოტანის შემდეგ სავჩენკო მხოლოდ წყალს იღებდა და უარი თქვა ყოველგვარ დამხმარე საშუალებებზე, რამაც ორგანიზმიდან მარილების და აუცილებელი მინერალების გამოდევნა გამოიწვია.
„ამ ფონზე დაიწყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, თავიდან ამ წყალს უკან იღებდა. ახლა ის იღებს მინერალურ წყალს, რაც საშუალებას იძლევა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაცია მოხდეს. მიუხედავად ამისა, სავჩენკო დღეში 400-500 გრამამდე კარგავს. ახლა ის 65 კილოგრამს იწონის", - განაცხადა ადვოკატმა.