თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ გერმანიას ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში ბრალი დასდო.
„თუ გერმანიას სურს თურქეთთან ურთიერთობები, უნდა ისწავლოს ქცევა", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.
გერმანიის ქალაქ გაგენაუს ხელისუფლებამ გააუქმა თურქეთის იუსტიციის მინისტრის ბექირ ბოზდაგის სიტყვით გამოსვლა, რომელიც გუშინ საღამოს უნდა გამართულიყო. ბოზდაგის თქმით, აღნიშნული მიუღებელია და საპასუხოდ გააუქმა შეხვედრა თავის გერმანელ კოლეგასთან.