logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: უსინდისოა ის, ვისაც სურს, ე.წ. კაბელების საქმეში დამატებით ინტერესში დამადანაშაულოს
- +

29 მარტი. 2016. 14:46


თბილისისს საქალაქო სასამართლოში ირაკლი სესიაშვილის დაკითხვა დასრულდა. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საუბარი იმაზე, რომ მას გარკვეული ინტერესები ჰქონდა ე.წ. კაბელების  საქმესთან დაკავშირებით, უსინდისობაა.




მე ვლობირებდი იმ ძალიან მნიშვნელოვან იდეას, რაც ქვეყნის თავდაცვის უსაფრთხოებას მოემსახურებოდა. ეს იყო ძალიან საინტერესო პროექტი, მითუმეტეს შეთავაზება იყო, რომ ის უფასოდ გაკეთდებოდა და თუ ვინმეს სურს, რომ მე რაღაც დამატებით ინტერესში დამადანაშაულოს, მარტივად რომ ვთქვა, უსინდისოა. ამ შემთხვევაში მე ვლობირებდი მხოლოდ კარგ იდეას, რომელიც ჩვენ თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებდა", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.



სასამართლო პროცესი, სადაც ირაკლი სესიაშვილის დაკითხვა მიმდინარეობდა, დახურული იყო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner