logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტი აშშ-სთან სავიზო რეჟიმის ამოქმედებას ითხოვს
- +

3 მარტი. 2017. 14:30



ევროპარლამენტი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დროებით სავიზო რეჟიმის ამოქმედებას ითხოვს. შესაბამისი რეზოლუციით ევროკომისიას მას შემდეგ მიმართა, რაც ვაშინგტონმა ევროკავშირის ხუთი ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე უარი თქვა.


რეზოლუციაში ევროპარლამენტის დეპუტატები ევროკომისიას სამართლებრივი ზომების ორ თვეში მიღებას სთხოვენ. უვიზო მიმოსვლაზე უარი ვაშინგტონმა ბულგარეთს, ხორვატიას, კვიპროსს, პოლონეთსა და რუმინეთს უთხრა, თუმცა აშშ-ის მოქალაქეები ევროკავშირის ყველა ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობენ.


ამერიკის შეერთებულ შტატებში 189 სახეობის ვიზა მოქმედებს, მაგრამ ორი მთავარი კატეგორიის გამოყოფა მაინც შეიძლება, ესენია: საემიგრაციო და არასაემიგრაციო ვიზები. აშშ-ის მთავრობის ე.წ. უვიზო მიმოსვლის პროგრამის (WVP) მონაწილე სახელმწიფოების მოქალაქეებს (50 სახელმწიფო და აშშ ტერიტორიები, მაგ. პუერტო -რიკო, ვირჯინიის კ-ები) უფლება აქვთ, ტურისტული და საქმიანი მიზნებით 90 ან ნაკლები დღით გაემგზავრონ აშშ-ში უვიზოდ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner