logo_geo
eng_logo
საკრებულოს წევრებმა ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალბატონებს 3 მარტი მიულოცეს
- +

3 მარტი. 2017. 14:52



დედის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის" ინიციატივით, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარე რიმა ბერაძე და საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალური საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სახელმწიფო ფონდის" სტრუქტურულ ერთეულს, „თბილისის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრს" ეწვივნენ და იქ მყოფ ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს.


დეპუტატები ბენეფიციარების პრობლემებს პირადად გაეცნენ და საკრებულოს კომპეტენციის ფარგლებში მხარდაჭერა აღუთქვეს.


საკრებულოს წევრებმა ქალბატონებს სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner