თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართვლოსთვის" თავმჯდომარე რიმა ბერაძესთან და საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალური საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილთან ერთად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს, მეეზოვეებსა და მეტროპოლიტენის თანამშრომელ ქალბატონებს დედის დღეს მიულოცა.
გიორგი ალიბეგაშვილი დეპუტატებთან ერთად თითოეულ მათგანს ადგილზე პირადად ეწვია, გაზაფხულის პირველი დღესასწაული - 3 მარტი მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
საკრებულოს თავმჯდომარემ ქალბატონებს მშვიდობა, ჯანმრთელობა, ბედნიერება და სამშობლოსთვის საამაყო შვილების გაზრდა უსურვა.
3 მარტი დედის დღედ ოფიციალურად 1991 წელს დაწესდა.