თვითმფრინავის გამტაცებლად ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი იბრაჰიმ სამაჰა დასახელდა. თუმცა მისმა მეუღლემ აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ მისი ქმარი არათუ გამტაცებელი, არამედ მძევალი იყო.
თავდაპირველი ინფორმაციით, იბრაჰიმ სამაჰამ ეგვიპტური კომპანიის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი ყოფილი მეუღლის გამო გაიტაცა.
ტელეკომპანია „ალ-არაბიას" ინფორმაციით, კვიპროსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ თვითმფრინავის გამტაცებელი არა იბრაჰიმ სამაჰა, არამედ ასევე ეგვიპტელი - სეიფ ად-დინ მუსტაფაა.