„რუსთავი2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის მეუღლე ია კიწმარიშვილი სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა.
„მალე სასამართლოში ახალი სარჩელი შევა, რომელსაც ეროსი კიწმარიშვილის მეუღლე ია კიწმარიშვილი შეიტანს", - აღნიშნა გრიგოლიამ.