logo_geo
eng_logo
„დრონი მეფობენ და არა მეფენი“, ჩემო მეგობრებო!“ - დავით ოქიტაშვილი განცხადებას ავრცელებს
- +

29 მარტი. 2016. 15:19


საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი  განცხადებას ავრცელებს.



სამწუხაროა, როცა ჩვენს გარშემო არიან ადამიანები, რომლებსაც ავიწყდებათ, თუ საიდან მოდიან, ვინ გაუწოდა ხელი და ჰგონიათ, რომ მდგომარეობით, თანამდებობით, სიტუაციით, რაღაც ქაღალდებით ადამიანების კეთილგანწყობასაც იყიდიან.



დრონი მეფობენ და არა მეფენი", ჩემო მეგობრებო.  ჩემი განცხადება  ბოლო დროს წინასაარჩევნოდ განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია. რაც უფრო ვუახლოვდებით საარჩევნო პერიოდს,   ადამინები მით უფრო ბინძურ ხერხებს მიმართავენ და არ ერიდებიან  არანაირ უმსგავსო საქციელს  საკუთარადგილის დასამკვიდრებლად,  თუმცა, ვერ ხვდებიან, რომ ამას მხოლოდ საზოგადოების მხრიდან აგრესია მოჰყვება. გულწრფელი და თავმდაბალი ადამიანები, რომლებისთვისაც მთავარ ღირსებად სიმართლე და ადამიანობა რჩება, თავიანთ გზას ყოველთვის იპოვიან.  პირადად ჩემთვის, არ არსებობს არავითარი აუცილებლობა ჩემი სინდისის მიღმა. ჩემთვის, თანამდებობა პრიორიტეტული არასოდეს ყოფილა, ყველგან ვაკეთებდი და გავაკეთებ ჩემს საქმეს. თქვენც კარგად იცით, რომ უდიდესი გამარჯვება საკუთარ თავზე გამარჯვებაა. პატიოსნების ხარისხი იზომება არა შეცდომებით, არამედ იმ შეგრძნებით, რომელიც ადამიანს ეუფლება ამ შეცდომის გაცნობიერებისას.

მე ამ პრინციპით ვცხოვრობ, ვმუშაობ და მიხარია, რომ იმ ახალგაზრდებისთვისაც, რომლებიც კულტურის პალატაში მუშაობენ - ღირებულია ადამიანობა და არა სხვა მატერიალური ფასეულობები.  ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს კულტურის პალატა ეროვნულ საქმეს აკეთებს და უდიდესი წვლილი შეაქვს ქართული ხელოვნების განვითარებაში. ვიყავით, ვართ და ვიქნებით არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო -კულტურული პროექტის ინიციატორები და ორგანიზატორები. მე და ჩემი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს მიერ დაწყებული საქმე კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდეს.  ჩვენთვის უპირველესია ქართველი ხელოვანების დაფასება და პატივისცემა, კულტურის პალატისთვის ჯერ  პრიორიტეტია ქართული კულტურა და მერე სხვა", - წერია განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner