ევროპის პარლამენტმა ევროკავშირში ამერიკელებისთვის უვიზო მიმოსვლის დასრულებას მხარი დაუჭირა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ევროპარლამენტის მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღოდა ამერიკის მიერ ევროკავშირის 5 ქვეყნის, ბულგარეთის, ხორვატიის, კვიპროსის, პოლონეთისა და რუმინეთის მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლაზე უარის თქმა.
გადაწყვეტილების მიხედვით, მომავალი 12 თვის განმავლობაში ამერიკის მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისათვის დამატებითი დოკუმენტების წარდგენა დასჭირდებათ.