logo_geo
eng_logo
ჯარჯი აქიმიძე: „რუსთავი 2“-ში არანაირი ჯარით, ავტომატებით არ შევვარდებით
- +

3 მარტი. 2017. 20:34



„რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ჯარჯი აქიმიძე გადაცემა „რეაქციაში" აღნიშნული ტელეკომპანიის შესახებ ისაუბრა და პირობა დადო, რომ ტელევიზიაში ძალისმიერი მეთოდებით არ შევლენ.


„ჩვენ შეგვიძლია პირობა დავდოთ, რომ არანაირი აღმასრულებელებით, ჯარით, ავტომატებით არ შევვარდებით. ძალიან მარტივია, ადამიანების 40% არის იქ ის ხალხი, რომლებიც ჩვენთან ერთად აკეთებდა ამ ტელევიზიას. მათ ეს ტელევიზია მოსწონდათ და სიამოვნებით მუშაობდნენ, შესაბამისად, ვიძლებით გარანტიას. გვინდა, რომ დავიბრუნოთ იგივე "რუსთავი 2", როგორიც ის იყო 2003 წლამდე. თუ მათ უნდათ თავისუფლება, გააგრძლონ ისეთი ტელევიზიის კეთება, რომელსაც ჩვენ ვაკეთებდით", - აცხადებს აქიმიძე.



შეგახსენებთ, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნებ ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს შპს "პანორამა". საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner